ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცი დაჭრეს

18:30, 15.02.2018

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მათ თავდამსხმელი ვერ დაინახეს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მსგავსი