ბათუმში, ლიფტში დაჭრილი 34 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ბათუმში, ლიფტში დაჭრილი 34 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გუშინ ლიფტში დაჭრილი 34 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილს გუშინვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმების განცხადებით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის.

სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას დაჭრილის და ავრცელებს. რუსიკო აბაშიძე ამბობს, რომ დამნაშავე სამჯერ არის ნასამართლევი.

შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს უცნობი პირი თავს გაძარცვის მიზნით დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.