ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
სახანძრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის მეხუთე სართულიდან დამწვარ ნივთებს ყრიან.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში ლეიბებს გაუჩნდა.
ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ამ დროისთვის არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ბინაში ოჯახი არ იმყოფებოდა.