ბათუმში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული მედიკოსები დააჯილდოვეს. პანდემიასთან ბრძოლის დროს სამედიცინო სფეროში გატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ასევე გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს, „ცხელების ცენტრებსა“ და კლინიკა „მედალფას“, სადაც ყველა ინფიცირებული იყო მოთავსებული.
დაჯილდოების დაწყებამდე რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეაჯამეს.
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეც დაესწრო, რომელმაც კორონავირუსის პრევენციისთვის ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
აჭარაში ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. რეგიონმა მწანე ზონის სტატუსი მაისის ბოლოს დაიბრუნა. ჯამში კორონავირუსით 71 პირი დაინფიცირდა, აქედან 69-მ დაავადება დაამარცხა, ორი კი გარდაიცვალა.