ბათუმში ხვალ 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალი გმირთა ხეივანში განთავსდა.
გასული წლების განმავლობაში 9 აპრილი ბათუმის ბულვარში, მემორიალურ დაფასთან აღინიშნებოდა. აქვე იგეგმებოდა უშუალოდ მემორიალის განთავსებაც.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მემორიალი წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოს. ესკიზის ავტორია თეიმურაზ მახარაძე. სამუშაოებისთვის 108 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
ხვალ მემორიალს ყვავილებით შეამკობენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.