ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით ნაქირავებ ბინებში გადაიყვანა
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით ნაქირავებ ბინებში გადაიყვანა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები  ქალაქის მერიამ დროებით ნაქირავებ ბინებში გადაანაწილა. ზარალის აღწერის შემდეგ კი გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარებიან ოჯახებს. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. არ არის გამორიცხული, დამწვარი სახლების ტერიტორია ინვესტორს შეთავაზონ-ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

„დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფის რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, შესაძლებელია კომპენსაციის გაცემა. თუ მოსახლეობის ნება იქნება, შესაძლებელია, კომპანიები დავაინტერესოთ და ამ ტერიტორიაზე აშენდეს თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაზარალებულები საცხოვრებელ ფართს მიიღებენ.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ

გუშინ ხანძრის შედეგად ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალდა 7 ოჯახი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.