ბათუმში გარევაჭრობა აიკრძალა
ბათუმში გარევაჭრობა აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში გარევაჭრობა აიკრძალა.

მერიის ცნობით, გარემოვაჭრეეები მერიის წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურად გააფრთხილეს. მერია მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. ამასთან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება.

„მერიის შეთავაზების შესაბამისად, გარემოვაჭრეებს საშუალება აქვთ საქმიანობა გოგოლის #1-ში მდებარე სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებში გააგრძელონ.

• შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის.

• გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობასა და აფერხებს და სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას.

• იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მერიის მითითებებს არ დაემორჩლებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

• საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

როგორც ბათუმის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობის აღკვეთა დღის წესრიგში 25 წელია დგას, თუმცა დღემდე პრობლემა ვერ გადაიჭრა.