ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბინა დაკეტილი იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რვა ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ბინის მეპატრონე იდენტიფიცირებულია. მომხდარის დეტალების დასადგენად, გამოძიება დაიწყო.