ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო
ხანძარი იყო ბათუმის ცენტრალურ, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე. მომხდარის შედეგად, დაიწვა ორი სავაჭრო ობიექტი.
ცეცხლი ერთმანეთის გვერდით მდებარე აკუმულატორების მაღაზიასა და სურსათის ობიექტს გაუჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა, როგორც ადგილზე აცხადებენ, ზარალი საკმაოდ დიდია.
ერთ-ერთი ობიექტის მეპატრნის თქმით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 100 000 ლარამდეა.
ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი თქმით, მერიის მხრიდან კომერციული კუთხით დახმარება ვერ მოხერხდება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.