ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 800 კვადრატული მეტრამდე ფართობის სხვენი და სახურავი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლიკვიდაციისთვის 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე განახორციელეს შენობაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია.

ცეცხლი გავრცელებული იყო სახლის სხვენის გადახურვაზე და არსებობდა მისი გავრცელების საფრთხეც, თუმცა მოხერხდა ცეცხლის დროული შეკავება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალდა ათზე მეტი ოჯახი. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ მდგომარეობას შეისწავლიან და დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას მას შემდეგ აღმოუჩენენ.