ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში. 26 მაისისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულები ავტომობილების მძღოლები არიან და მათ ავტომანქანებში სხვა მგზავრები არ ჰყავდათ.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, გადაყვანის მომენტში ორივე დაშავებული კონტაქტური იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.