50 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
სამგზავრო მიკროავტობუსი ფეხით მიმავალ ქალს შეეჯახა, რომელიც მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.