ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
თამარის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.