ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

დაშავებული მოპედის მძღოლია, რომელმაც შემთხვევის შედეგად თავი ბორდიურს დაარტყა.

ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.