32 წლის ქალი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
„ახალგაზრდა ქალს დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნება. მედიკოსთა ბრიგადამ იგი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.