ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ერთდროულად ორი ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.
დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.