ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობაც.