ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
ბათუმში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.