ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძარია [ვიდეო]

ხანძარია ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე.

ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ რესტორან „ვოქსში“ გაჩნდა, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.