ხანძარია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთი ბინა იწვის.
ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სახლის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მათ შორის სახანძრო კიბე.