ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.
ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის დაჯილდოებაზე ჯილდო თორნიკე რიჟვაძეს გადასცეს.
„ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!“ – წერს რიჟვაძე.
ბათუმის სტადიონი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.