ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შპს „ჰოლდერის" მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შპს „ჰოლდერის” მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბათუმში, ჯაიდარ აბაშიძის 33 ნომერში 11 წლის წინ შპს „ჰოლდერის“ წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი სახლები იმ პირობით დაანგირეს, რომ ორ წელიწადში ახალ კორპუსს ააშენებდნენ და ბინებს იქ გადასცემდნენ.
„ეს კომპანია გაკოტრდა, მერე გაიყიდა, არც ახალი მფლობელი ასრულებს ვალდებულებას, 11 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ ინსტანციიდან ინსტანციაში. ამდენი ხანია ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვართ, ქალაქის ცენტრში ამდენი ხანია არ დასრულდა მშენებლობა და ეს ფაქტი მერიას საერთოდ არ ანაღვლებს”, – აცხადებს აქციის მონაწილე.
დაზარალებულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. აქციაზე დღეს მათ საქმის განხილვის დაჩქარება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.