ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე 19 ხმით აირჩიეს. მას უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

სულიკო თებიძემ მოადგილეებად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და უმრავლესობის წევრი თამაზ სალუქვაძე წარადგინა.

დღესვე დაკომპლექტდება საკრებულოს კომისიები. ხუთივე კომისიის ხელმძღვანელებად უმრავლესობის წარმომადგენლები დასახელდნენ.

სულიკო თებიძე პროფესიით პედაგოგია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო.