ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთი სასწავლო კორპუსი შეემატება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთი სასწავლო კორპუსი შეემატება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება. ლეონიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. კორპუსში 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად, საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს.