წითელას ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერონ

20:36, 23.01.2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წითელას ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, სტუდენტის სტატუსი შეუჩერონ. ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების საფუძველზე, უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საჭიროებენ წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის ვაქცინაციას. სტუდენტები ვალდებულნი არიან, ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა წარმოადგინონ უმოკლეს ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბსუ-ს ადმინისტრაცია განიხილავს ამ პირთათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს“, – აღნიშნულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

ბსუ სტუდენტებს, რომელთაც ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული, აცრას უფასოდ ადგილზევე სთავაზობს. ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის აღებაც უნივერსიტეტშია შესაძლებელი.

მსგავსი