ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილიდან ხალხმრავლობაა. კომისიის წევრები ამომრჩეველს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აქტიურობა დილიდან მთელი რეგიონის მასშტაბით შეინიშნება.
ბათუმში სულ 103 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა 147 000-ს აჭარბებს.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.