ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია გრძელდება, მგზავრების ნაწილმა ლაინერი უკვე დატოვა
ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. საკრუიზო ლაინერის მგზავრების ნაწილმა უკვე დატოვა ტერიტორია.
აქციის მონაწილეებმა ავტობუსებს წყლის ბოთლები და კვერცხები დაუშინეს, თუმცა პოლიციის დახმარებით მათ ადგილის დატოვება შეძლეს.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
მანამდე, შსს-ს ცნობით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.