ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მიმდინარე კვირაში გამოჯანმრთელებულთა მკვეთრ ზრდას ელოდებიან
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.
ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე, ორი მათგანი რჩება რეანიმაციაში, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილ რამდენიმე პაციენტს უკვე აღარ აღენიშნება კორონავირუსი, თუმცა ისინი ვირუსის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მკურნალობას კვლავ კლინიკაში განაგრძობენ.
გუშინ ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.