ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

„ორმა პაციენტმა სრულად დაამარცხა ახალი კორონავირუსი, ეს დაადასტურა საკონტროლო ტესტებმაც და სხვა გამოკვლევებმაც. ისინი კლინიკიდან დღესვე გავწერეთ“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

კლინიკაში კოვიდინფიცრებულ პაციენტთა რაოდენობა 17-მდე შემცირდა. ამასთან, აჭარაში უკვე ექვსი დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.