ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 14 პაციენტის ანალიზები გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. აღნიშნული პაციენტებიდან ინფექციურში ოთხი კარანტინიდან გადაიყვანეს, 10 კი თვითდინებით და ოჯახის ექიმებთან კონსულტაციის შედეგად შევიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის ქალბატონი, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ინფექციურ საავადმყოფოში არ ყოფილა. საკარანტინო ზონაში იგი გასვლის წინ დაზღვევის მიზნით შეამოწმეს და ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ამჟამად ცხელების ცენტრში კიდევ ხუთი ახალი პაციენტია შესული, რომელთა ანალიზების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
ამჟამად ბათუმში 25 საკარანტინო ზონაში იმყოფება 2000-ზე მეტი პირი, თვითიზოლაციაში კი 100-მდე.