ბათუმში საკარანტინო სივრციდან შეყვანილი ხუთი პირის ანალიზის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი
ბათუმში საკარანტინო სივრციდან შეყვანილი ხუთი პირის ანალიზის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დამატებით ხუთი ადამიანის ანალიზის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. საეჭვო სიმპტომებით ხუთივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

რვა ინფიცირებული რჩება კლინიკა „მედალფაში“. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. საშუალოდ მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ექვსი ინფიცირებული კი, თავს კარგად გრძნობს.