ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 11 პირის ანალიზების პასუხებს ელოდებიან

18:00, 03.04.2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის განმავლობაში საეჭვო სიმპტომების მქონე 11 პაციენტის ანალიზები აიღეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზების შედეგები 3-4 საათში გახდება ცნობილი.

ცხელების ცენტრში რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით სხვა პაციენტებიც იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მათგანთან დაკავშირებით მიიღებენ ექიმები ტესტის ჩატარების გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, შვიდი პაციენტი რჩება კლინიკა „მედალფაში“, პირველმა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

მსგავსი