ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან. ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.