ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება
ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, – ამის შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტირება მიმდინარეობს.
ქარსელაძის განცხადებით, ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება 2021 წელს იგეგმება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.