ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება
ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება

ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, – ამის შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტირება მიმდინარეობს.

ქარსელაძის განცხადებით, ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება 2021 წელს იგეგმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.