ბასტიან შვაინშტაიგერმა საკუთარ გამოსათხოვარ მატჩში გაიტანა
ბასტიან შვაინშტაიგერმა საკუთარ გამოსათხოვარ მატჩში გაიტანა

მიუნხენში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. ნახევარმცველის ყოფილი გუნდი “ბაიერნი” ამჟამინდელ გუნდს “ჩიკაგოს” მასპინძლობდა და 4:0 გაანადგურა.

შვაინშტაიგერმა პირველი ტაიმი ამერიკულ გუნდში ითამაშა, მეორე – “ბაიერნში” და 83-ე წუთზე ბოლო გოლი სწორედ მან გაიტანა. მანამდე, თავი გამოიჩინეს გნაბრიმ, ვაგნერმა და რობენმა.

შვაინშტაიგერი “ბაიერნში” 2000-2015 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში რვაჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, შვიდჯერ – ქვეყნის თასი, ორჯერ ლიგის თასი, სუპერთასი, თითოჯერ – ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.