ივანოვიჩი და შვაინშტაიგერი მშობლები გახდებიან
ივანოვიჩი და შვაინშტაიგერი მშობლები გახდებიან

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა “ინსტაგრამში” დაწერა, რომ ბავშვს ელოდება. 30 წლის ყოფილმა ჩოგბურთელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია ორი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ზრდასრული ადამიანებისთვის და ერთი წყვილი საბავშვო ფეხსაცმელი.

შეგახსენებთ, რომ ანა ივანოვიჩმა, რომელმაც შარშან, დეკემბერში დაასრულა კარიერა, 2017 წელს იქორწინა გერმანელ ფეხბურთელზე ბასტიან შვაინშტაიგერზე.
“მატება ჩვენს ოჯახში. ძალიან ბედნიერი ვარ!”, – დაწერა ივანოვიჩმა.