შვაინშტაიგერი მწვრთნელობისთვის ემზადება
შვაინშტაიგერი მწვრთნელობისთვის ემზადება

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი მწვრთნელობას გეგმავს.

„თუ მსგავსი წინადადება შემომთავაზეს და ეს წინადადება მომეწონა, მზად ვარ, რომ განვიხილო, – ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს Goal. – მე ძალიან მომწონს თამაშის გაანალიზება, მქონდა ხანგრძლივი კარიერა და თუ რამეს ხელს მოვკიდებ, მხოლოდ გამარჯვება მსურს“.

ბაისტიან შვაინშტაიგერმა „ბაიერნთან“ ერთად რვაჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა.