მომავალ კვირას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში „მასტერსის“ სერიის ტურნირი იწყება, სადაც მე-14 ნომრად არის განთესილი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
შაბათს გაიმართა წილისყრა, რის შემდეგაც ბასილაშვილი ბადის ბოლო მერვედში მოხვდა, სადაც მსოფლიოს მეორე ნომერი რაფაელ ნადალი იმყოფება. ის და ბასილაშვილი მერვედფინალში პოტენციური მეტოქეები არიან.
თუმცა, მერვედფინალამდე მისასვლელად ბასილაშვილს ორი რაუნდის გავლა მოუწევს. პირველ წრეში ის ხვდება ამერიკელ ფრენსის ტიაფოს, რომელიც მსოფლიოს 31-ე ჩოგანია. აქამდე ისინი პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.
ტიაფოს ბარიერის გავლის შემთხვევაში, ქართველი გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერსა და ყაზახ მიხკილ კუკუშკინს შორის მოგებულს შეხვდება.
2018 წელს ბასილაშვილმა პირველივე წრეში წააგო ფრანგ გაელ მონფილსთან, ასე რომ, ქართველს სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს.