ბასილაშვილი 9 საფეხურით მაღლა ავიდა
ბასილაშვილი 9 საფეხურით მაღლა ავიდა

პროფესიონალ ჩოგბურთელმა ასოციაციამ (ATP) ორშაბათს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს.

გასულ კვირას, ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ითამაშა და იქ ერთი წრის გავლა მოახერხა. ერთი მატჩის მოგებამ და კონკურენტების ცუდმა თამაშმა ქართველს საშუალება მისცა, ცხრა ადგილით მაღლა ასულიყო კლასიფიკაციაში. ასე რომ, ნიკა TOP80-ში დაბრუნდა და ახლა, 722 ქულით 76-ე ადგილზეა.

სხვათა შორის, ბასილაშვილი კვირას ანტალიის ტურნირში ჩაება და პირველი წრის ბარიერი გადალახა. ქართველმა ძალიან იოლად, 54 წუთში გაანადგურა ესპანელი რობერტო კაბრალიეს ბაენა – 6:2, 6:3.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩისა და სლოვაკი ფილიპ ჰორანსკის მატჩში გაირკვევა.

ანტალიის ტურნირი ბოლო რეპეტიციაა უიმბლდონისთვის, რომელიც 2 ივლისს იღებს სტარტს.