ბაშარ ასადმა რაულ ხაჯიმბას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
„თქვენი გზავნილის წაკითხვისას, მივხვდი, რომ თქვენ შესანიშნავად ხართ ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც ეხება იმ ქვეყნების მხრიდან საშინელ თავდასხმებს, რომლებიც თავისუფალი ერების ნების გამოვლენის ჩასახშობად განადგურების პოლიტიკას ახორციელებენ, ხალხთა შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების შესახებ ცივილიზებული დიალოგის ნაცვლად, ტერორიზმის მუქარების გამოყენების გარეშე“, – ნათქვამია ასადის წერილში.
როგორც ბაშარ ასადი აღნიშნავს, სირიის მთავრობა აფასებს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პოზიციას სირიის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით და მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
ბაშარ ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას პროგრესი და კეთილდღეობა უსურვა.