რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროცედურას დაიწყებს
რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროცედურას დაიწყებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას განუცხადა, რომ იგი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ოფიციალური აღიარების პროცედურას დაიწყებს.

აღნიშნულის შესახებ რუსული მედია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

„სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. დელეგაციას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი გასცემს განკარგულებას, რათა მისი ქვეყნის საგარეო უწყებამ დაიწყოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ოფიციალურად აღიარების პროცედურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.