დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სირიის პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სირიის პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სირიის პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ასმა ალ-ასადი ტერორიზმის მხარდაჭერაშია ბრალდებული.

ასმა ასადი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და სწავლა იქ დაასრულა. მისი მშობლები ამ დრომდე ბრიტანეთში ცხოვრობენ. ასმა სირიაში საცხოვრებლად 2 000 წელს დაოჯახების შემდეგ გადავიდა.

როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი ივლისიდან იძიებს ასმა ასადის შესაძლო კავშირს მისი მეუღლის, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. ასეთი ინფორმაცია პოლიციას არასამთავრობო ორგანიზაცია Guernica 37 International Justice Chambers-მა მიაწოდა.

ამ ეტაპზე ბაშარ ასადისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ. თუ მას ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულებენ, მაშინ შესაძლოა, ასმას ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღეს 10 წელი გავიდა. ომს სხვადასხვა ცნობით 400 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი