ბარსელონა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, – ინფორმაციას Georgian Airways („ჯორჯიან ეარვეისი“) ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები ბარსელონას რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში).
რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს, წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ბარსელონა-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, – აცხადებენ კომპანიაში.