„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს კატალონური კლუბი.
როგორც გაზეთი AS წერს, „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს შეკვეცოს გუნდის სახელფასო ბიუჯეტი. ამიტომაც, განზრახული აქვს ბრაზილიელთან გამოთხოვება, რომელიც არ არის გუნდის საკვანძო ფეხბურთელი, მაგრამ დიდ ხელფასს იღებს.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლის ზამთარში „ლივერპულიდან“ 145 მილიონ ევროდ გადავიდა. ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი კატალონურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.