თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, დამწვარია 40 კვ.მ. ფართობი, საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი და ჭერი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.