ბარბარე რაფალიანცის დედა - მე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ
ექვსი წელია, სამართალი ვერ ვიპოვე ამ უსამართლო ქვეყანაში, – ამის შესახებ ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ვუცხადებ სოლიდარობას. მათი შვილების მსგავსად, ჩემი შვილი 2012 წლის 30 სექტემბერს მოკლეს სასტიკად. ექვსი წელია ვეძებ სამართალს და ვერ ვიპოვე ამ უსამართლო ქვეყანაში. მე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. ტყუილად შედეს ჩვენი საქმეები თაროებზე. მოდით დებო, ძმებო, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და გამოვიძიოთ. მე მყავს შვილები და არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ, ამოვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, – განაცხადა თათია მექერიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.