ბარბადოსმა ელისაბედ მეორეს მმართველობაზე უარი თქვა და რესპუბლიკის დაარსების შესახებ განაცხადა
ბარბადოსმა ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს მმართველობაზე უარი თქვა და რესპუბლიკის დაარსების შესახებ განაცხადა.
ქვეყნის დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ღონისძიებაზე დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 55 წლის იუბილეს დაამთხვიეს.
ღონისძიებას უელსის პრინცი, ჩარლზი და ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ესწრებოდნენ. როგორც მედია წერს, სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჩარლზმა აღიარა კარიბის ზღვის კუნძულის „მონობის შემზარავი სისასტიკე“.
გასულ თვეში პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორი, 72 წლის დემ სანდრა მეისონი დასახელდა ერის არჩეულ პრეზიდენტად. მედიის ცნობით, ბარბადოსმა რესპუბლიკად ქცევის გეგმა გასულ წელს გამოაცხადა, მაგრამ ის თანამეგობრობის ფარგლებში დარჩება.
პოპ მომღერალ რიანას ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. კარიბის ზღვის კუნძულზე პირველი ბრიტანული გემი 400 წლის წინ ჩავიდა.