ბარაკ ობამა - ცუდი დებატები ხდება ხოლმე, მერწმუნეთ, მე ეს ვიცი
ბარაკ ობამა - ცუდი დებატები ხდება ხოლმე, მერწმუნეთ, მე ეს ვიცი

ცუდი დებატები ხდება ხოლმე, მერწმუნეთ, მე ეს ვიცი – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატების, ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებს.

მისივე თქმით, ნოემბრის არჩევნებში სასწორზე ბევრი რამ დევს.

„ეს არჩევნები მაინც არჩევანია მას შორის, ვინც მთელი ცხოვრება იბრძოდა უბრალო ადამიანებისთვის და ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს; მათ შორის, ვინც სიმართლეს ამბობს, ვინც იცის სწორი და არასწორი და ვინც იტყუება საკუთარი სარგებლისთვის. ეს გუშინდელ დებატებშიც ასე იყო და სწორედ ამიტომაა, რომ ნოემბერში ბევრი რამ დევს სასწორზე“, – აღნიშნა ობამამ.