თბილისში, ბამბის რიგის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, რესტორანში დაიწვა გამწოვი მილი.
„ბამბის რიგის 12 ნომერში, ერთ-ერთ რესტორანში დაიწვა გამწოვი მილი და სახურავი დაახლოებით 15 კვადრატზე. ჯგუფები ოპერატიულად იქნა მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია“, – აცხადებს კერესელიძე.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.